გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკის’’ სასწავლო კურსში ბსუ-ის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა

20-07-2023

ბსუ-ის ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკის’’ ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე წარმოებულ არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში.

 

გარდა ამისა მოინახულეს პეტრა-ციხისძირისა და ქობულეთ-ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები (პრაქტიკის ხელმძღვანელები: მერაბ ხალვაში, კახაბერ ქამადაძე). პრაქტიკის ფარგლებში მათი ჩართულობით მოხდა არქეოლოგიური გათხრების წარმოება, დღიურის შედგენა, მასალის ფოტოფიქსაცია, მოპოვებული მასალების კამერალური დამუშავება და პასპორტიზაცია. არქეოლოგიური გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები სექტემბრის თვეში გაგრძელდება.