გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი დავით არახამიას განცხადებაზე: ერთადერთი, რასაც უკრაინა ვერ "გვპატიობს" არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი

20-07-2023

"დავით არახამია იგივე David Braun (დევიდ ბრაუნი) უკრაინის ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. მათი რიტორიკა, უმადურობის კლასიკური მაგალითია", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, საქართველომ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, თუმცა, უკრაინის ხელისუფლება მაინც ვერ პატიობს საქართველოს იმ ფაქტს, რომ ქვეყანამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე.


"დავით არახამია იგივე David Braun (დევიდ ბრაუნი) უკრაინის ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. მათი რიტორიკა, უმადურობის კლასიკური მაგალითია. საქართველომ, ამ პატარა სახელმწიფომ, ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ერთადერთი რასაც უკრაინა ვერ "გვპატიობს" არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი და არ დაუშვა საქართველოს "ბახმუტიზაცია". ვერ ეღირსებით, ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს და შეინარჩუნებს მშვიდობას და თქვენს(დიდი ბიძიების) სისხლიან თამაშში არ გამოგყვებათ!" - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.