გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: თურმე არახამიას გადასაწყვეტი ყოფილა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია... ესეცააა "ნაცების" მოუშორებელი დამღა- უსამშობლოთა მეშვეობით ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვების არაფრისმომცემი მცდელობა

20-07-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, „თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა“.


როგორც ანალიტიკოსი წერს, ნაცრეჟიმის ყოფილი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას ფავორიტია DJ David Brown-არახამია, რომელიც მოქოქეს საქართველოზე შეტევებისთვის.


„სასოწარკვეთილი რევანშისტები საკადრო შიმშილს რომ განიცდიან, არაა ახალი ამბავი. ნაცრეჟიმის ყოფილი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას ფავორიტია DJ David Brown-არახამია, რომელიც მოქოქეს საქართველოზე შეტევებისთვის. თურმე უკრაინის მოქალაქის, დეპუტატ არახამიას გადასაწყვეტი ყოფილა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. აი, სწორედ ესეცააა ლუზერი მანქურთი "ნაცების" მოუშორებელი დამღა - უსამშობლოთა მეშვეობით ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვების ტრაგიკომიკური, არაფრისმომცემი მცდელობა“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.