გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: უკრაინის არაერთი პარტიის ბალასტს, დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს ჰგონია, რომ რამეს წარმოადგენს თუ ნაცტელევიზიებში ხშირად ჩნდება

20-07-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უკრაინელი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


აბაშიძის თქმით, გონჩარენკოს, ოპოზიციურ ტელევიზიებში გამოჩენით აქვს განცდა, რომ ქართული საზოგადოებისთვის რამეს წარმოადგენს.


ანალიტიკოსის განცხადებით, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მრავლად არიან გონჩარენკოზე სასაცილო “ექსპონატები”.


“უკრაინის არაერთი პარტიის ბალასტს, დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს ჰგონია, რომ რამეს წარმოადგენს თუ ნაცტელევიზიებში ხშირად ჩნდება. ნუ ავიწყდება რუსეთუმე იანუკოვიჩის ფუტლარს, გონჩარენკოს, რომ ქართულ პოლიტიკურ ზოოპარკში მასზე უფრო სასაცილო ნაცექსპონატები არიან. თუ მათ ეჯიბრება, განწირულია წაგებისთვის. სხვა დანიშნულება კლოუნობაშიც ამ უნიჭოს, არაფერი აქვს” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.