გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ქართველიშვილი: NATO იმსახურებს „დანაშაულებრივი ორგანიზაციის“ სარჩულს, ამ სათაურით იტალიურმა გამომცემლობა L'Antidiplomatico-მ დაბეჭდა ვრცელი სტატია

21-07-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, იტალიური პრესაში გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ჟენევის დიპლომატიის სკოლის საერთაშორისო სამართლის პროფესორი და გაეროს ყოფილი დამოუკიდებელი ექსპერტი ალფრედ დე ზაიასი NATO-ს შესახებ წერს.

 

„NATO იმსახურებს „დანაშაულებრივი ორგანიზაციის“ სარჩულს ამ სათაურით იტალიურმა გამომცემლობა L'Antidiplomatico-მ დაბეჭდა ვრცელი სტატია, რომლის ავტორია - ალფრედ დე ზაიასი, ჟენევის დიპლომატიის სკოლის საერთაშორისო სამართლის პროფესორი და გაეროს ყოფილი დამოუკიდებელი ექსპერტი.

 

„საქმე იმაშია, რომ თუ NATO-ს ძალებმა 1990-იანი წლებიდან დღემდე ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის სხვადასხვა დანაშაულები, დღეს მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოებრივმა აზრმა აღიაროს NATO, როგორც საფრთხე, მიმართული კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. მისი სერიული პროვოკაციები წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი, როგორც ადამიანთა პოპულაციის, გადარჩენისთვის. თუ NATO იმსახურებს „კრიმინალური ორგანიზაციის“ იარლიყს, მთავარია არა ცალკეული ომის დამნაშავეების გასამართლება, არამედ ძირითადი საფრთხის განეიტრალება" ნათქვამია სტატიაში“, - წერს ქართველიშვილი.