გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზაალ მიქელაძე: ვრჩები ერთგული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, განსაკუთრებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევის წინააღმდეგი ვარ... მაგრამ ყველანაირ ჟურნალისტურ და ადამიანურ სტანდარტებს გაცდა ნიკოლოზ მჟავანაძის ქმედება

21-07-2023

ზაალ მიქელაძე: ვრჩები ერთგული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, განსაკუთრებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ყველანაირ ჟურნალისტურ და ადამიანურ სტანდარტებს გაცდა ნიკოლოზ მჟავანაძის ქმედება "ვგმობ ყველანაირ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, ზღვარგადასულ, დამაკნინებელ გადაცემა/სიუჟეტებს! ნუ დააბინძურებთ საინფორმაციო ველს!", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ მიქელაძე "ობიექტივის" წამყვანის ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ ქობულეთის მერის და საკრებულოს წევრების შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.


მიქელაძის თქმით, ის ყველანაირად მხარს უჭერს და აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ვინმეს შეურაცხყოფა და ვილისწამება.


"მე, როგორც ქობულეთის მკვიდრმა და მაჟორიტარმა საქართველოს პარლამენტში მინდა გამოვხატო შეშფოთება ტვ "ობიექტივის" ინტერნეტეთერში გასული გადაცემის გამო, რომელიც ეხება ქობულეთის მერს. ვრჩები ერთგული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, განსაკუთრებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ყველანაირ ჟურნალისტურ და ადამიანურ სტანდარტებს სცდება ჟურნალისტ ნიკოლოზ მჟავანაძის აღვირახსნილი "მონოლოგი", შეურაცხყოფის ნიაღვარი ქობულეთის მერის, საკრებულოს და მოსახლეობის მიმართ. ქობულეთის მერი ლევან ზოიძე როგორი მენეჯერი/მმართველი თუ პიროვნულ/ადამიანური მახასიათებლებით გამოირჩევა, შეუძლია ნახოს ბატონ ნიკოლოზს ქობულეთელების პასუხში/ გამოხმაურებებში ამ გადაცემის ნახვის შემდეგ. და ყველაზე მთავარი რაც გამოარჩევს ლევანს, ის არის ხალხის ნების გამომხატველი (ის არავის დაუნიშნია! ის პირველივე ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ხალხის რჩეულია) და შესაბამისად კონკრეტული ქუჩის/უბნის (პეტრას ციხის!) მოსახლეობის თხოვნა/პეტიციის საფუძველზე მიმართავს საკრებულოს და ქობულეთის მოსახლეობა განსაზღვრავს რა ურჩევნია (ესაა დემოკრატიული სტანდარტი!!! ) ვგმობ ყველანაირ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, ზღვარგადასულ, დამაკნინებელ გადაცემა/სიუჟეტებს! ნუ დააბინძურებთ საინფორმაციო ველს!" - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.


ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ქობულეთის მერს ლევან ზოიძეს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა თხოვნით მიმართა, პეტრას ციხის მიმდებარე ისტორიული ტერიტორიისთვის გადაერქვა სტალინის სახელი და დაებრუნებინა ისტორიული პეტრას უბნის სახელწოდება. ქობულეთის მერმა ამ ინიციატივით საკრებულოს მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია "ობიექტში" ნიკოლოზ მჟავანაძემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ლევან ზოიძე.