გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბელარუსი ტურისტი ბათუმის პოლიციის განყოფილებას უჩივის  

28-08-2018

ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი პაველ კირილოვი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებას გენინსპექციაში უჩივის.

ტურისტის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა ზებრაზე გადასვლისის გზა არ დაუთმო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცის ცნობითვე, პოლიციამ საქმე მანამდე არ აღძრა, სანამ მან გენერალურ ინსპექციაში არ დარეკა.

 „ინსპექტორებმა მითხრეს, ხუთი წუთი მომეცადა, მაგრამ ნახევარი საათი გავიდა. ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფოც. მე ამ დროს ცუდად გავხდი.

მცემდა რამდენიმე მძღოლი, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ. მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, მათ შორის თავში. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მითხრეს, რომ ჩვენება მიმეცა. მე ვეუბნებოდი, რომ ცუდად ვიყავი და არ შემეძლო. ვეკითხებოდი, ვინ ან რომელი განყოფილებიდან იყვნენ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია“- განაცხადა კირილოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.