გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია ცაგარეიშვილი: უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, ამას ვერავინ დაიჯერებს

22-07-2023

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარი შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება ელჩის სიტყვებში და დაუჯერებელია არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

 

„თუ ნებას დამრთავენ, მე ამ სიტყვებში ეჭვს შევიტან. იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო ის, რაც გამოქვეყნდა და ბედის ირონია რაში მდგომარეობს იცით?- ისევ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნეს ეს ყველაფერი. მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ ქვეყანაში, აშშ-ს ელჩს არ ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია.


რამდენადაც ვიცნობ ამ ქვეყნის მოქმედების სტილს, მანერას, იმ პოლიტიკას, რომელსაც ის რეგიონში და საქართველოში ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ამას ვერავინ დაიჯერებს საქართველოში”,- აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან.