1-12-2017
დღეს, პირველ დეკემბერს ახალციხეში, ცოლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცოლის დაჭრასა და სიდედრის წამებაში ბრალდებულის საქმეზე განაჩენი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნათია მერაბიშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატებმა და პროკურორმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს. საბოლოო სიტყვა თქვა ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს გათავისუფლება სთხოვა: „შვილები მომენატრა ძალიან. მათთან დაბრუნება მინდა“.
გაასაჩივრებენ თუ არა ადვოკატები საჩივარს სააპელაციო სასამართლოში ეს, ჯერ არიციან, თუმცა ამბობენ რომ ორი წელი პატიმრობა გადაჭარბებული სასჯელია.
"ჩემი აზრით უნდა გასაჩივრდეს, რადგან სასჯელის ეს ზომა გადაჭარბებულია და არ ველოდით. ბრალდებულთან შევთანხმებით და მოვიფიქრებთ, მივმართოთ თუ არა სააპელაციოს",–განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ა.გ–ს ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.
ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმეს სასამარლო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იხილავდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახალციხეში 25 ივლისს მოხდა. ქმარმა ცოლი დაჭრა, სიდედრს კი ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 118-ე მუხლის ასევე პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"