გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის საელჩოს თანამშრომელ ევან ელიოტზე: აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, რა აკავშირებს მას სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა, დამნაშავის შეწყალებაზე კომუნიკაცია ერთი მხრივ ლობისტებთან, მეორე მხრივ პრეზიდენტთან

24-07-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, ევან ელიოტის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული დოკუმემტების მიხედვით, სწორედ ელიოტის დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.


ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ევან ელიოტმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა მისი შეწყალების თაობაზე კომუნიკაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.


“ეს კაცი არის ევან ელიოტი - ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ძალიან დიდ სკანდალშია გახვეული. ფარაზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ადამიანის გავლით ცდილობდნენ კრიმინალი სააკაშვილის ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას. მე ვფიქრობ, რომ ამ "პატიოსანმა კაცმა" აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა აკავშირებს მას სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა, დამნაშავის შეწყალებაზე კომუნიკაცია ერთი მხრივ ლობისტებთან, მეორე მხრივ პრეზიდენტთან. თუ ამ კითხვებზე პასუხს არ გასცემს, აუცილებლად უნდა გავაცემინოთ” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.