ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი სრულად გადამუშავდა

29-08-2018

კახეთში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლოების ყურძნის გადამუშავება დასრულდა. 
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სულ გადამუშავებულია სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენი.
„ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში 18 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად, რამდენიმე სოფლის 500-მდე ჰექტარი ვენახი დაზიანდა. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ თელავში, რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ოპერატიულად დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა მოსახლეობას სტიქიიდან მეორე დღესვე მიეცა და მთელი ეს პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა,“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 45 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს. 
ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა იძლევა იმის წინაპირობას, რომ რთველი 2018 ჩატარდება ორგანიზებულად და წარმატებულად. კერძოდ, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, შექმნილია ახალი, გაფართოებული და გადაიარაღებულია ღვინის ძველი საწარმოები; ფუნქციონირებს აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა. სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ერთმნიშვნელოვნად, აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას.