გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

25-07-2023

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინე ლიმიტოვსკისა და ბანკის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 


მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები.


ხაზი გაესვა ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას.


მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება, საუბარი შეეხო მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისკენ.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ახორციელებს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ რეგიონის მასშტაბით ურთიერთკავშირის გასაუმჯობესებლად და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.


აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო.


ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობა, მრავალმხრივი და ორმხრივი განვითარების პარტნიორებთან თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება.