29-08-2018
დე ფაქტო აფხაზეთში კრიმინალური გარჩევები მიმდინარეობს, ამისმიზეზი ქურდული სამყაროს საერთო თანხებზე კონტროლისმოპოვებაა. დე ფაქტო აფხაზეთში კრიმინალური გარჩევები მიმდინარეობს, ამისმიზეზი ქურდული სამყაროს საერთო თანხებზე კონტროლისმოპოვებაა.
27 აგვისტოს ღამით გუდაუთაში ყუმბარმტყორცნი ესროლეს RangeRover-ის მარკის ავტომობილს, დამპაშავეებმაიარაღი ადგილზე დატოვეს და მიიმალნენ, პოლიციამ მათი დაკავება ვერ შეძლო.
ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Ридус-ი ავრცელებს. პორტალის წყაროს ცნობით, ავტომობილი კრიმინალურავტორიტეტს რაულ ბარცბას, მეტსახელად პიზას ეკუთვნის.
ბარცბას კონფლიქტი აქვს სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ე.წ. აფხაზეთის მთავარი “კანონიერი ქურდის”სტატუსის მოპოვების გამო.
ბარცბამ თავის “ნათლულებთან” ასტამურ შამბასთან და ალხას ავიძბასთან ერთად გალის რაიონში თავისი გავლენა“დააკანონა.”
ამის შემდეგ მას პრობლემები დაეწყო. პორტალის ცნობით, 24 აგვისტოს კრიმინალური შეკრება, ე.წ. “სხოდკა”გაიმართა, რომელიც მასობრივი ჩხუბითა და სროლით დასრულდა. რომლის დროსაც პიზამ მძიმედ დაჭრა რაშატალიევი, რომან დმიტრიევი და ნიკო დგებუაძე.
ამის გამო ბარცბამ კავკასიაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ელიტის წარმომადგენლისგან ნადირსალიფოვისგან (ლოთუ გული) “შავი ნიშანი” მიიღო.
პორტალი ასევევ აღნიშნავს, რომ რუსეთში კრიმინალურმა სამყარომ შაქრო კალაშოვის ნაცვლად ახალი ლიდერიოლეგ შიშკანოვი აირჩია.