გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

1-12-2017

ტოლოშის სკოლის დირექტორი მზია ზედგინიძე ამბობს, რომ საპირფარეშოებზე კარის არ ქონის გამო, ვითარება ისეთი არ იყო, რომ ტუალეტების სარგებლობა შეუძლებელი ყოფილიყო. მისი თქმით, სკოლაში ახალი საპირფარეშოს მოწყობა იგეგმება.




ტოლოშის სკოლის დირექტორი მზია ზედგინიძე 13 ნოემბერს საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის და ამის გამო სასწავლებლის გარშემო შექმნილი ხმაურის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, სკოლაში ვიდრე „სამხრეთის კარიბჭე“ მივიდოდა, ახალი საპირფარეშოს გაკეთება მანამდე იყო დაგეგმილი. თუმცა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ტუალეტებში არსებული მდგომარეობის გამო არ მიუღიათ. ახალი საპირფარეშოს მოწყობა დღის წესრიგში იმის გამო დადგა, რომ სკოლას სპეციალური საჭოროების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი საპირფარეშო სჭირდება. 

„განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილებიდან იყვნენ მოსულები, ტუალეტი სკოლის შენობაში ერთ სართულზე მოეწყობა“, – ამბობს მზია ზედგინიძე. 

მისივე თქმით, სკოლა ამ საკითხის მოგვარებაზე მანამდეც ზრუნავდა. მათ სკოლაში შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადეს: „იქ კარების გაკეთებსაც ვითვალისიწნებდით, მაგრამ მონაწილეობა ტენდერში არავინ მიიღო“. 

მზია ზედგინიძე ტოლოშის სკოლას, დაახლოებით, 10 წელია ხელმძღვანელობს. იგი შეკითხვაზე, წლების განმავლობაში საპირფარეშოზე უბრალო კარისა და საკეტის გაკეთებას რატომ სჭირდებოდა ტენდერი გვპასუხობს: „ეს ტუალეტები არ იყო ისეთი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისი მოხმარება, მანდ გარედან არაფერი ჩანდა“. 

ზედგინიძე ირწმუნება, რომ საპირფარეშო კარების გარეშე წლების განმავლობაში არ ყოფილა და კარი ქარმა მოგლიჯა. რამდენი ხანი იყო ტუალეტები კარების გარეშე იგი არ აკონკრეტებს: „მოდი ამ საკითხს მივუდგეთ ასე, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნის და არა ისე, რომ აქ ვინმეს დანაშაული ვეძებოთ. ამ თემაზე მეტს აღარ დაგელაპარაკებით“. 

ზედგინიძეს არც 13 ნომებერს სკოლაში მომხდარ ინციდენტსა და მოსწავლეებისთვის 9 დღით ჩამორთმეულ მობილურებზე, შემდეგ კი მათ შემოწმებაზე სურს საუბარი. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ „ყველაფერს სამინსიტროსთან შეთანხმებით აკეთებს“. 

შეკითხვაზე სამინისტროში ვისთან შეათანხმა ეს საკითხი, გვპასუხობს: „კონფიდენციალურია ეს ამბავი“. 
სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას შიდა აუდტი სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს ტოლოშის საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. უფროსკლასელი გოგონა უფროსკლასელ ბიჭს საპირფარეშოში, ჭეთან გამოღებული კედლიდან, მობილური ტელეფონით კადრების გადაღებაში ადანაშაულებს. მომხდარის შესწავლა დაიწყო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა. ასევე „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ ფაქტის მოკვევის დროს გაირკვა რომ მოსწავლეების საპირფარეშოებს კარები არ აქვს. 


წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"