გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

26-07-2023

ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

 

პროექტის ფარგლებში 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე მოეწყო ეზოში შესასვლელები, საფეხმავლოები, რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით, წყალ ამრიდი ღარები, ასევე მოეწყობა საგზაო ნიშნები.

 

პროექტს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008 ლარს შეადგენს.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეეძლებათ სარგებლობა.