გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბექა დავითულიანი: ჩინეთთან და ევროკავშირთან ერთდროულად გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უნდა შევძლოთ, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ

27-07-2023

პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩინეთი არის ერთერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, საქართველოს პირველი პირის ჩინეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთის მხრივ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელებას - ევროკავშირთან დაახლოებას და მეორეს მხრივ, იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში რეგიონში და მსოფლიოში“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.