27-07-2023
კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.
წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თელადგორში შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
1 526 გრძივი მეტრი გზის სამუშაოს ი/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 35 861 ლარია.
სამუშაო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.