გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჰობი, რომელიც დღეს პროფესიად იქცა

28-07-2023

გაიცანით კასპელი ახალგაზრდა მეწარმე, პროფესიით ინჟინერ მშენებელი, 28 წლის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების თვითნასწავლი ოსტატი გიორგი ნიპარიშვილი.

 

გიორგიმ ქართული ფოლკლორის სიყვარულით ფანდურზე დაკვრა 14 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა, შემდეგ ჯერ საკრავების დამზადება და მათი რესტავრაცია დაიწყო.

 

პირველი კლასიკური ფანდური 16 წლისამ დაამზადა და მას დღემდე ინახავს. საკუთარი ხელთ აშენებულ სახელოსნოში ფანდურს, ჩონგურს, ქართულ გარმონს, სალამურს, დუდუკს, ჭიანურს, დაირას, დოლს, კონტრაბას ამჯერად საკუთარი დიზაინით ამზადებს.

 

ნარჩენი მასალის ხელახლა გადამუშავებით სხვადასხვა დანიშნულების ეკოლოგიურად სუფთა აქსესუარებს ბავშვის სათამაშოებს, სათვალეს, სათვალის ჩასდებს, ა/მანქანის გასაღების საკიდს, ბეჭედი და სხვა ნივთებს ამზადებს.

 

გიორგი ქართული კულტურის დაცვა-განვითარებაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იმ უძველესი ქართული ინსტრუმენტების გაცოცხლებას აპირებს რომლებიც დაკარგვის პირასაა და მათი დამამზადებელი ოსტატები ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამ შესაძლებლობების ერთ-ერთ კომპონენტად კი ახალგაზრდების დაინტერესებას და მათთვის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების შესწავლას განიხილავს.

 

გიორგის მიერ შექმნილი ინსტრუმენტები და აქსესუარები მოთხოვნადია არა მარტო საქართველოში არამედ ქვეყნის გარეთაც.