გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი ჩინეთში ვიზიტზე: ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება

28-07-2023

ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. 


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს,  სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის  სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა. 


"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის  სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოვაცხადეთ. 


ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება", - აღნიშნავს პრემიერი.