გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„kommersant“(რუსეთი): მოსკოვმა ცხინვალს და სოხუმს აღუთქვა, რომ ფულსაც მისცემს და დაიცავს კიდეც

29-08-2018

„სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 26 აგვისტო საზეიმოდ აღნიშნოს - ათი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა რუსეთმა ორივე რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მოსკოვმა ცხინვალს და სოხუმს იუბილე მიულოცა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიასთან ერთად, ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან, სამხრეთ ოსეთს, დამოუკიდებლობის შენარჩუნების ნაცვლად, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ურჩევნია“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ ვლადიმერ სოლოვიოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საკმაოდ ფართოდაა ასახული ცხინვალსა და სოხუმში გამართული საზეიმო ღონისძიებები.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ჩასულა არც სოხუმში და არც ცხინვალში, ამის ნაცვლად მან ორივე რესპუბლიკის ლიდერები - რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი კრემლში დაიბარა და იქ მიიღო. ორივემ რუსეთის მეთაური ორდენებით დააჯილდოვა იმ დიდი ზრუნვის გამო, რასაც პრეზიდენტი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისთვის იჩენს. 

რაც შეეხება საზეიმო ღონისძიების სტუმრებს, ცხინვალში ჩასულები იყვნენ დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების ლიდერები ალექსანდრე ზახარჩენკო და ლეონიდ პასეჩნიკი, ნაურუელი პარლამენტარები, სირიის ელჩი რუსეთში და კრემლის ემისარი - პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, თუ რა დიდ და მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს რუსეთი სოხუმს და ცხინვალს. 

„თბილისმა თავისებურად აღნიშნა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების ათი წლისთავი: როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე“.

სტატიაში ციტირებულია საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაც, რომლის თანახმად, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ არსებობს არ დე-ფაქტოდ და არც დე-იურედ“.
--------
იგივე თემაზე მასალა გამოქვეყნდა გაზეთ «Известия»-შიც სათაურით „მშვიდობის ათი წელი“ (ავტორები - იგორ სოზაევი და კირილ გულოვი). წყარო: https://iz.ru/782059/egor-sozaev-gurev-kirill-gulov/desiat-let-mira

newspress