გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ზემო იმერეთის ხელახლა აღმოჩენა - "ეთნო-რეკრეაცია ტაბატაძე"

30-07-2023

საქართველოში ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი არაფორმალური განათლებისა და სახასიათო დასვენების სივრცეები იქმნება. მათ რიცხვს "ეთნო რეკრეაცია ტაბატაძე" შეემატა. ზემო იმერეთის მთისპირა სოფელში დასვენებით ისწავლით და ნახავთ როგორ შეიძლება მიზანმა გააერთიანოს ადამიანები.

  

ოჯახი, რომელმაც 2018 წელს თბილისიდან წასვლა და ზემო იმერეთის ყველაზე დიდ თემ კორბოულში ხელოვნების რეზიდენციის დაფუძნება გადაწყვიტა, ბებიას ორ ძმასა და შვილიშვილს აერთიანებს. იდეა ეტაპობრივად განვითარდა, თავდაპირველად მხოლოდ ბაბუისეულ სახლის აღდგენა დაისახეს მიზნად, რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ სოფელში, მით მეტად რწმუნდებოდნენ ეს საგანძური აუცილებლად სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინათ.

 

რით შეიძლება გაერთოთ ხელოვნების რეზიდენციაში, გარდა ახალ გარემოში შესვლისა და ადამიანების გაცნობისა? იმუშაოთ კვლევაზე, პროექტზე, ნაწარმოებზე, ფოტოგრაფიაზე, ვიდეოგრაფიაზე, მიიღოთ მონაწილეობა პერმაკულტურული ბაღის გაშენებაში, ხატოთ, შექმნათ ხელოვნების ნიმუშები სამშენებლო და სხვა ნარჩენებისგან, შეიგრძნოთ სხვადასხვა ტყის სურნელი, ისწავლოთ იმერული კულინარია ჩვენი ბებიისგან, ისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა, ძერწოთ და გამოწვათ კერამიკა ადგილობრივი თიხით, შექმნათ ხის ავეჯი და აქსესუარები, დამღლელი დღის ბოლოს მოეშვათ აუზში, კიდევ რას ისურვებს თქვენი ფანტაზია? 

 

რეზიდენცია ყოველ ახალ სტუმართან ერთად განვითარდება და შეიცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული თქვენგანი პირველი ქართული ინდუსტრიული სოფლის აშენებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

მანამდე კი ჩვენ უკვე დავიწყეთ ხის უნიკალური ავეჯის დამზადება ასწლოვანი მუხის
მეორადი მასალისგან. ამჟამად სასადილო მაგიდები გვაქვს თანამედროვე სტილით და
ტრადიციული ფორმებით, თუმცა ვმუშაობთ უფრო განსხვავებული და გამორჩეული
მოდელების შექმნაზე, რომლებსაც მალე იხილავთ.