გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება აბსოლუტურად რეალისტურია

29-08-2018

ასე აფასებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა სავალუტო ფონდის შუალედურ შეფასებას. 

"დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვიდან გამომდინარე ეს შეფასება რეალისტურია. ეს ყველაფერი ზუსტად იგივეა, რაც მე დაახლოებით ერთი თვის წინ უკვე გითხარით, მაშინ სწორედ ამ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობდი. ეროვნული ბანკის პროგნოზიც, რაც სავალუტო ფონდის ამ პროგნოზამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა, არის ზუსტად იგივე, 4.8% - დან 5.5%-მდე ეკონომიკური ზრდა, რაც აბსოლუტურად რეალისტურია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმ ინფლაციაზე აკეთებს აქცენტს, რაც ივლისის მდგომარეობით გვაქვს, 2.8 პროცენტი, სამიზნე მაჩვენებელი კი 3 % -ია. აგვისტოდან ლარის კურსის ცვლილების გათვალისწინებით ინფლაციის დონე სავარაუდოდ გაიზრდება, თუმცა იგი არ იქნება სამიზნე მაჩვენებლიდან მნიშვნელოვნად გადახრილი"-განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა. მისივე თქმით, სავალუტო ფონდის პროგნოზი ეკონომიკის 4.8% - დან 5.5%-მდე ზრდაზე ძალიან კარგი სიგნალია ინვესტორების ნდობის გასამყარებლად ქვეყნის მიმართ.