გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომეო მიქაუტაძემ ესკო - ს ახალ ხელმძღვანელად კახაბრ ქებურია წარადგინა

31-07-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) თანამშრომლებს ახალ გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია წარუდგინა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის პროფესიულ და მენეჯერულ უნარებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კახაბერ ქებურიას, როგორც ენერგეტიკოსის, გამოცდილება, დაეხმარება კომპანიას, არსებულ გამოწვევებს თავი წარმატებით გაართვას.


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კომპანიის ახალი დირექტორის პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, მართვის უნარი და ელექტროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დადებითად აისახება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს შემდგომ საქმიანობაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს დავით თვალაბეიშვილს გაწეული სამუშაოსთვის.


კახაბერ ქებურია მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მათ შორის, 2022 წლიდან ის იყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში. 2005 - 2018 წლებში კახაბერ ქებურიას ეკავა წამყვანი პოზიციები სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიებში.