გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძეზე: ეს ნაძირალა რომ სულის ამოხდით გვემუქრებოდა ყველას ხომ გახსოვთ? ახლა პოლიციელებს ემუქრება ეს არამზადა

31-07-2023

„სანამ, თარგამაძის ნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰო და ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის განცხადების შესახებ.


„ეს ნაძირალა რომ სულის ამოხდით გვემუქრებოდა ყველას ხომ გახსოვთ? ჰოდა ახლა, დანდობა არ იქნებაო, თან პოლიციელებს ემუქრება ეს არამზადა. აი, სად იგეგმება ეს აბსურდი, სადაც ტურისტებს დასდევენ და გემებს აპროტესტებენ.


ეგზალტირებული სექტა ჰყავთ მოქოქილი და ამ სიგიჟეებს აკეთებინებენ, მერე თვითონ გამოდიან ასეთი განცხადებებით და იმუქრებიან. არ გამოსწორდება „ნაცმოძრაობა“, რა მოძალადე იყო ხელისუფლებაში იგივე დარჩა და 2024 წელს ეს მოძალადე ნაძირლები, სამუდამოდ უნდა გაიხვეტონ პოლიტიკიდან. სანამ, თარგამაძის ნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ.


ჰოდა ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.