გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თრუსოს ხეობიდან გატაცემული ახალგაზრდები ცხინვალის იზოლატორში რჩებიან

29-08-2018

თრუსოს ხეობიდან გაუჩინარებული ხუთივე ახალგაზრდა, სავარაუდოდ, კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება.
ერთ-ერთი დაკავებულის, ბექა მაღრაძის დედის, მანანა კიკვაძის განცხადებით, ახალგაზრდების გასათავისუფლებლად თანხის გადახდაა საჭირო.
„ბოლოს ველაპარაკე პარასკევს წასვლის დროს და რომ ჩავიდნენ გუდაურში. მას შემდეგ მათთან კავშირი არ მქონია. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან გავიგე მომხდარის შესახებ. 
მითხრეს - არ ინერვიულოთ, ჩვენ ვართ კავშირზე, არ ვიცით, რა დროს დაგვირეკავენ, რა დროს გადმოგვცემენ, უნდა იყოთ გორში. გაძლებთ პირობას, რომ უვნებლები არიან. გათავისუფლებაზე ჯერ ინფორმაციისგან თავს იკავებენ. მითხრეს, რომ ცხინვალში არიან. რაღაც პროცედურა უნდა ჩატარდეს იქ და თანხა არის გადასახდელი“- განაცხადა დაკავებულის დედამ.