გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: გამოდის, რომ მათ არა სინანული, არამედ ამ ხელისუფლების უკანონოდ, მათი პატრონების მეშვეობით, დამხობის გეგმა აქვთ

1-08-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა სოზარ სუბარის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში დაიწყოს "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების პროცედურა.


მაჭარაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები არათუ ნანობენ მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილ დანაშაულებს, არამედ ამაყობენ კიდეც ამით.


„ისინი თავიანთი წარსულით ამაყობენ, შესაბამისად გამოდის, რომ მათ არა სინანული, არამედ ამ ხელისუფლების უკანონოდ, მათი პატრონების მეშვეობით, დამხობის გეგმა აქვთ, რათა საქართველოში ის უბედურებები მოიტანონ, რაც მოჰქონდათ, ან იმაზე კიდევ უფრო უარესი და ბუნებრივია, ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური პარტიის არსებობა არავის უნდა. როდესაც გვეკითხებოდნენ, სულ ამ 9 წელზე რატომ საუბრობთო, ჩვენ კი არ ვსაუბრობთ, ისინი ახსენებენ საზოგადოებას თავიანთ თავს, ხოლო ჩვენ გვიწევს ამაზე კომენტარების გაკეთება.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.