გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მეღვინეობის დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები ჩატარდა

1-08-2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, მეღვინეობით დაინტერესებული პირებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


მონაწილეებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან მიიღეს ინფორმაცია ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ღვინის კომპანიის რეგისტრაცია, მევენახეობა და ვენახების კადასტრი, რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება, არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია, ხარისხის კონტროლი, სერტიფიცირების ეტაპები, ეტიკეტირება, ღვინის ეროვნული სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.


ტრენინგების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.


ტრენინგები 1-ელ ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გაიმართა. სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჩატარდა. ტრენინგებზე დასწრება უფასო იყო.