გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

1-08-2023

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.


ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ბუჩქნარისა და ნატანისაგან 2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.


სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს; 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.


დამშრობ მასივზე სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში  დასრულდება.