გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერთან შეხვედრაზე: ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარს ძალიან ზრდის

2-08-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარს საოცრად ზრდის.


„მიხარია ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ქ. ალმატიში.


შესანიშნავი წინსვლა გვაქვს ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით.


ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარს ძალიან ზრდის.


შუა დერეფანთან დაკავშირებით საქართველოს და ყაზახეთის ამბიციური გეგმები განვითარების ახალი ერის დასაბამია", - აღნიშნავს პრემიერი.