გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა

2-08-2023

„როდესაც წავიკითხე ის ბრალდება, რომელსაც ტრამპს უყენებდნენ, მეგონა, რომ ISFED-ის, იმ ენჯეოების, თუ ნახევარი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იყო, რომლებმაც 2020-ის არჩევნების შემდეგ ზუსტად ის გააკეთა, რასაც ახლა ამერიკაში ტრამპს ედავებიან“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი მიმართ წარდგენილ ბრალდებას.


მაჭარაშვილის თქმით, ამერიკაში ტრამპს ასამართლებენ იმ ქმედებისთვის, რაც საქართველოში 2020 წლის არჩევნების პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაიდინეს.


„როდესაც წავიკითხე ის ბრალდება, რომელსაც ტრამპს უყენებდნენ, მეგონა, რომ „ისფედის“, იმ ენჯეოების, თუ ნახევარი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იყო, რომლებმაც 2020-ის არჩევნების შემდეგ ზუსტად ის გააკეთა, რასაც ახლა ამერიკაში ტრამპს ედავებიან. ე.წ ენჯეომ, „სამართლიანმა არჩევნებმა“, გააყალბა არჩევნები და შემდეგ აღიარა, შესაბამისად საელჩოც საქმის კურსში იყო, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრირების მიმართ ნდობაში ბზარი გაეჩინათ.


სიტყვა-სიტყვით ეს წერია იმ ბრალდებაში, რასაც ახლა ტრამპს უყენებენ. გამოდის, რომ იმისთვის, რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ და დაპატიმრებას უპირებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელობა და პასუხი უნდა აგოს საელჩომ, რომ იცოდა და არაფერი თქვა, ასევე ნახევარმა ოპოზიციამ, რომელიც ამბობდა, რომ ის შედეგები არ იყო სწორი, რაც „ცესკომ“ გამოაქვეყნა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ თურმე გაყალბებული ყოფილა „პივიტი“ და არა „ცესკოს“ შედეგები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.