30-08-2018
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებს ხანძრის კერების ჩაქრობაში რთული რელიეფი უშლის ხელს.
ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაობში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.
„მანქანა ბევრი მუშაობს, ზოგი მიუდგა, ზოგი ვერა. ხალხმა ხელით აყარა მიწა, ახლა ტრაქტორები წავიდა იმისთვის, რომ მიწა შემოაყაროს,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სახანძრო- სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის ალექსანდრე ხვადაგიანის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარზეა მოდებული.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ ფუნქტამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„ჩვენ მიერ მ მყისიერად მოხდა სამაშველო ძალების მობილიზება. ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტყის ფართობს უკიდია.იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 220 მეხანძრე მაშველი, 10 სახანძრო ავტოცისტენა და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე ჩამოსვლის საფრთხე არ არსებობს, მეხანძრე-მაშველებისწორედ იმისთვის მუშაოებენ, რომ მსგავსი საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. “-განაცხადა ხვადაგიანმა.
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი წუხელ, გვიან ღამით, გაჩნდა.