2-08-2023
"ხალხის ძალის“ წევრი, ნუკრი შოშიაშვილი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას ეხმაურება, რომელსაც არჩევნების შედეგების არაღიარების გამო, ქაოსის და არეულობის გამოწვევაში ადანაშაულებენ.
შოშიაშვილის თქმით, ვინაიდან ანგლო-ამერიკული სამართალი პრეცედენტულია და აშშ-ის ყველა სხვა ქვეყანა ჰბაძავს დემოკრატიის სტანდარტების შესრულებაში, შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, არჩევნების არაღიარება დასჯადი გახადოს, თუ ეს ქვეყანაში არეულობას და ქაოსს იწვევს. ამის მაგალითად, ნუკრი შოშიაშვილს, 2020 წლის არჩევნებში, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგები მოჰყავს, რომლის საფუძველზეც რადიკალურ ოპოზიციას არეულობის მოწყობის მცდელობა ჰქონდა.
„დიდი ხანია, აშშ-ში მხარს ვუჭერ ტრამპს, პრაქტიკულად „ტრამპისტი“ გავხდი. ეს გახდომა, რა თქმა უნდა, კონტექსტურია, რადგან სხვა ეპოქაში რომ ვყოფილიყავი, ალბათ, არ ვიქნებოდი ტრამპის მომხრე, მაგრამ ამ კრიზისულ ეპოქაში, სადაც ყველაფერი უკუღმაა დამდგარი, ტრამპი კრიზისიდან გამოსავალი მგონია. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ე.წ Deep state-ის მიმართ დიდი სიყვარული არ მაქვს და ვხედავ, თუ რა უკანონობას ჩადიან ისინი, ტრამპის მხილება და მცდელობა, რომ გადატეხოს ის, ჩემთვის მისაღებია. მოკლედ, ტრამპს წაუყენებს ბრალდება - სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.
საქმე ეხება 2020 წლის ამბებს, როდესაც ტრამპმა არჩევნების შედეგი არ აღიარა, აი ის ამბავი, უცბად ბაიდენმა არალოგიკურად დიდი პროცენტი რომ მიიღო, გემახსოვრებათ ყველას და დიდი კითხვის ნიშნები რომ გაჩნდა არჩევნების დარღვევასთან დაკავშირებით . ტრამპის არჩევნების არაღიარებას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. პროკურატურა ამბობს, რომ ტრამპის მიერ არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას მოჰყვა ძალადობა და ქაოსი. ესაა ბრალდების არგუმენტაცია. აშშ არის ის ქვეყანა, რომელსაც ჰბაძავენ სხვები.
მის მაგალითს იმეორებს სხვა და დემოკრატიის იმ სტანდარტებს რაც აშშ-მა შეიმუშავა, აკოპირებს სხვა. ეს იყო წლების განმავლობაში გლობალური ურთიერთობების ნაწილი. ამ შემთხვევაში, აშშ ვეღარ იტყვის, რომ ჩემთან რაც ხდება, ეს შეიძლება, მაგრამ შენთან სხვანაირად უნდა მოხდესო. თუ არჩევნების არ აღიარებით ძალადობასა და ქაოსს იწვევ, მაშინ ყველას აქვს უფლება, არჩევნების არ აღიარება დასჯადი გახადოს. ჩვენთან, ალბათ, გახსოვთ 2020 წლის არჩევნებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) მიერ ხმების პარალელური დათვლის (PVT)-ს შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც მელიას მცდელობა ჰქონდა არეულობის მოწყობის.
როგორ შეიძლება, ის, რაც ტრამპს ბრალდება, ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში არ დაჰბრალდეს „სამართლიან არჩევნებსა“ და იმათ, ვისაც არჩევნების არ აღიარებით გამოწვეული ქაოსის მოხდენის მცდელობა ჰქონდა?! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ანგლო-ამერიკული სამართალი არის პრეცედენტული სამართალი, მაშინ ტრამპის პრეცედენტი ხდება მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო სამართალში. მაშინ ყველა, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ამით გამოიწვევს ქაოსსა და ძალადობას უნდა იყვნენ დასჯილები. მაშინ საქართველოს აქვს უფლება, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს არ აღიარებს და მის საფუძველზე, დაიწყება შიდა არეულობა, აღიძრას მასზე სამართლებრივი საქმე. მოკლედ გავიმეორებ რატომ არის ტრამპი კარგი ლიდერი ამ ეპოქაში. ის თავის ქმედებით აიძულებს Deep State-ს გაშიშვლდეს და საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინოს. მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკა, აჩვენებს რომ არსებული სისტემა არ ეგუება განსხვავებულ ადამიანს, არ ეგუება თანამედროვე გაგებთ არალიბერალს (ტრამპი კლასიკური ლიბერალია, მაგრამ ეს თანამედროვეობაში აღარ ითვლება ლიბერალიზმად, აშშ-ში კონსერვატიზმს უწოდებენ უკვე მას).
ლიბერალური ტოტალიტარიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინებას ვხედავთ, როდესაც ტრამპზე მიდგება ხოლმე საქმე. რადგან კრიზისშია ეს სისტემა, ის იმ საფუძველს ჭრის, რაზეც თვითონ დგას. ეს კარგი მოვლენაა, რადგან სწორედ მისი ქმედებებით შესაძლებელი ხდება, უამრავი ქვეყნის სუვერენიტეტი განთავისუფლდეს ამ საერთაშორისო კორპორაციების გავლენებისგან. მე იმედი მაქვს ტრამპი დაძლევს ამ ყველაფერს, მე იმედი მაქვს, რომ აშშ-ში ტრამპი გაიმარჯვებს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნები არ გაუყალბეს. ის გარკვეულწილად არის ადამიანი, რომელიც ამ სისტემას აშიშვლებს. ჩვენთვის კი ეს კარგია, რადგან ის მანიპულაციის საშუალებები, რომლებიც წლებია, საქართველოს და ზოგადად პატარა ქვეყნების წინააღმდეგ ჰქონდათ ლიბერალებს, იცვითება და კარგავს ძალას“, - წერს ნუკრი შოშიაშვილი Facebook-ზე.