გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოლგა სკაბეევა: რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ

3-08-2023

რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ - განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, სკაბეევამ კომენტარი გააკეთა საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შესვლის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ. იგი უკმაყოფილოა, რომ შეურაცხყოფის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ.

 

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ” - განაცხადა ოლგა სკაბეევამ.