გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: უკრაინასა და პოლონეთს შორის ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის აღიარების საკითხი

3-08-2023

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის განცხადებით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის აღიარების საკითხი.


როგორც იაბლონსკიმ აღნიშნა, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები და 80 წლის წინ ვოლინში ჩადენილი ჯერ კიდევ გამოუძიებელი გენოციდი და მსხვერპლთა ექსჰუმაცია.


საქმე ეხება ვოლინის ჟლეტას, რომლის დროსაც „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ წევრებმა 1943-44 წლებში პოლონეთში, ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის რეგიონებში 100 000-მდე პოლონელი ამოხოცეს.