გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში - ჯერჯერობით გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე

3-08-2023

„ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ტრამპისგან განსხვავებით, გამოძიებას ISFED-სთვის ბრალის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, რადგან ხელთ აქვს მტკიცებულება აღიარების სახით.


„ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში - საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია. ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა. ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში - ჯერჯერობით გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე და მტკიცებულებები არის მოსაპოვებელი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.