3-08-2023
როგორც ამერიკული, ისე ქართული ღირებულებებით, უმსგავსოდ მოიქცა არასამთავრობო ორგანიზაცია, როდესაც საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში დაუმალა ჭეშმარიტი ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც შეეძლო ძალიან დიდი გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ განწყობებზე არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან მიმართებაში. ამას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ ის პოლიტიკოსები ოპოზიციაში, რომელთან აფილირება და სიახლოვეც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის არაერთ მესვეურს ხშირად დაბრალებია ძალიან საფუძვლიანად - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ISFED-ზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცდილობდნენ აეხსნათ, რომ არჩევნების ოფიციალური მონაცემია გაყალბებული და თურმე, ოფიციალური მონაცემი კი არ არის გაყალბებული, გაყალბებული ყოფილა ის მონაცემი, რომელიც პარალელური გადათვლის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო დათვლილი.
„დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, რაღაც მიზეზი ჰქონოდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარებით წაეყვანა პროცესები და ამის თაობაზე დაპირებას არაერთი პოლიტიკოსი იძლეოდა, განცხადებებს აკეთებდა, იმ ხანად ძალიან კარგად იშველიებდნენ არგუმენტად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარალელური დათვლის შედეგები, ოფიციალურ შედეგებს აცდენილია. ამით ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ოფიციალური მონაცემია გაყალბებული. თურმე, ოფიციალური მონაცემი კი არ არის გაყალბებული, გაყალბებული ყოფილა ის მონაცემი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო დათვლილი პარალელური გადათვლის შედეგად. ის მონაცემი რომ გაყალბებული, არასწორი, სინამდვილესთან შეუსაბამო, ან თუნდაც შეცდომის შედეგი იყო, თურმე, ეს დიდი ხნის განმავლობაში სცოდნია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ პარალელურ დათვლას აწარმოებდა - დონორებსაც მივაწოდეთო ინფორმაცია, ასეც გავრცელდა მაშინ.
ისინი ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას არ აწვდიდნენ დიდი ხნის განმავლობაში, მანამ, ვიდრე შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო რევოლუციური სცენარის გათამაშების იდეა. ის, რაც მანკიერებაა ერთ სახელმწიფოში, მანკიერებაა მეორე სახელმწიფოშიც. რაც ახლა შეერთებულ შტატებში ხდება, ჩვენთვის ინტერესის საგანია იქიდან გამომდინარე, რომ იოლად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამერიკული ღირებულებების სისტემითაც, ქართული ღირებულებების სისტემითაც, უმსგავსოდ მოიქცა არასამთავრობო ორგანიზაცია, როდესაც საზოგადოებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაუმალა ჭეშმარიტი ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც შეეძლო ძალიან დიდი გავლენა მოეხდინა მათ შორის საზოგადოებრივ განწყობებზე არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან მიმართებაში. ამას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ ის პოლიტიკოსები ოპოზიციაში, რომელთან აფილირება და სიახლოვეც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის არაერთ მესვეურს ხშირად დაბრალებია ძალიან საფუძვლიანად“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.