გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო უკრაინას ყველა მიმართულებით ეხმარება, ერთის გარდა - მეორე ფრონტს ვერ და არ გავხსნით

4-08-2023

„საქართველო ნომერი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ყველა მიმართულებით ეხმარება - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მოქალაქეების მიღებით, საერთაშორისო პლატფორმებზე და ა.შ. გარდა ერთისა, რომ მათ ვერ ვეხმარებით მეორე ფრონტის გახსნით. ამას ვერ და არც გავაკეთებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ფიქსირდება:

 

„რაც შეეხება დასავლეთს და ამერიკას, წელიწად-ნახევარია, რაც უკვე რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და ვნახეთ, რომ მათ შორის უკრაინის მეზობელი სახელმწიფოებიც კი უარს ამბობენ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის მიღებაზე. ამ ფონზე, საქართველოს მოუწოდებენ, რომ რუსეთს ინდივიდუალური სანქციები დაუწესოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.