გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თრუსოს ხეობიდან გატაცებული ახალგაზრდები გაათავისუფლეს

30-08-2018

თრუსოს ხეობიდან გაუჩინარებული ხუთი ახალგაზრდა ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან გაათავისუფლეს. 

ერგნეთთან მათ ახლობლები დახვდნენ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სალაშქროდ იმყოფებოდნენ, თრუსოს ხეობიდან ორი დღის წინ გაუჩინარდნენ. ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.