გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახი კალაძის ოჯახმა "სანსეტ შოვი" გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა" - სასტუმროს წარმომადგენელი

4-08-2023

სასტუმრო "სანსეტ შოვის" მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თითქოს სასტუმროდან პირველ რიგში კახი კალაძის ოჯახის ევაკუირება მოხდა.


ანა მურადაშვილი, რომელიც სტიქიის დროს თავადაც "სანსეტ შოვში" იმყოფებოდა, "რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, ჯერ კიდევ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა.


"კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებელად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები. ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით," - ამბობს ანა მურადაშვილი.