გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორელმა სამხედრომ 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

30-08-2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტმა გოჩა ნონაშვილმა 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ იგოეთთან მოხდა. სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები შეიარაღებულ ძალებში ჰქონდა გავლილი, მძიმედ დაშავებულ მგზავრებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინა.

სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ლევან იზორიამ გოჩა ნონაშვილი, ერთჯერადი ფულადი პრემიითაც დააჯილდოვა.

"შიდა ქართლი"