4-08-2023
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო... პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს - ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა! იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება, ამისთვის სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ... ასევე ვიმედოვნებ, რომ ყველა, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაშია და დახმარებას ელის, ან კონტაქტზე ვერ გამოდის, უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.