« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
5-08-2023
არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი!!! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს.
მისი თქმით, სიმართლეა შემდეგი - 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით 15:00 საათზე მოწყდა, დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში.
"ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია არ გაატაროთ და არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი!!! სიმართლე არის შემდეგი - 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით მოწყდა 15:00 საათზე, ხოლო დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში. ეს არის სიმართლე - ამ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო!!!" - წერს ნინო ფოჩხუა Faceboik-ზე.