გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე შოვის ტრაგედიაზე: დემაგოგია ან უვიცობაა მტკიცება, რომ განვითარებულ კაცობრიობას დღეს შეუძლია მსგავსი მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და აცილება, ასე რომ იყოს, არც ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიის მქონე სახელმწიფოებში მოხდება მსგავსი

5-08-2023

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კაკაბაძე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ტრაგედიით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, რაც მათ ზნედაცემულობაზე მეტყველებს. მისივე თქმით, ნამდვილი გულშემატკივრები ორ ლოგიკურ შეკითხვას დასვამენ: შესაძლებელია თუ არა მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება და ზვავსაშიშ ადგილებში უნდა ხდებოდეს თუ არა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 

“ტრაგედია შოვში და ლეშიჭამია სვავები პოლიტიკაში შოვის ტრაგედია 3 აგვისტოს დატრიალდა ტრაგედია შოვში და ლეშიჭამია სვავებმა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით უკვე 4 აგვისტოდან დაიწყეს სრულიად უზნეო და სამარცხვინო მოწოდებები: „გავიდეთ რუსთაველზე, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ტალახში ჩატოვებულ საქართველოს! კანონით და სამართლით დავიცვათ ჩვენი ღირსება და მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი კორუფციონერებს! ხალხი იღუპება ხალხნო!!!“ მოკლედ, ამ მოწოდების ავტორ იშვიათი ჯიშის დედაკაცს თუ დავუჯერებთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს დაზარალებულთა გადასარჩენად და ჩვენი პროტესტით ვაიძულოთ ამის გაკეთებაო. შოვის ტრაგედიაზე ბევრი შეფასება გაკეთდა და ალბათ ბევრი კიდევ გაკეთდება, რომელთაგან ზოგის პოზიცია ალბათ საყურადღებო და გასაანალიზებელი იქნება, თუმცა, ჩვენ ზემოთ მოტანილი ყველაზე ოდიოზური მხოლოდ იმის საჩვენებლად ამოვარჩიეთ, თუ რა დონემდე შეიძლება მივიდეს იშვიათი ჯიშის ზოგიერთი ლეშიჭამიის ზნედაცემულობა და დეგრადირება. ნამდვილი გულშემატკივარი და თანამგრძნობი მოქალაქე კი ორ ლოგიკურ შეკითხვას დასვამს:

  1. შესაძლებელია თუ არა მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება და
  2. ზვავსაშიშ ადგილებში უნდა ხდებოდეს თუ არა ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამშენებლო (თუნდაც საკურორტო) სამუშაოების წარმოება, რომელიც მრავალი ადამიანის თავშეყრას გულისხმობს. ვფიქრობთ, დემაგოგია ან უვიცობაა იმის მტკიცება, რომ თუნდაც ასე განვითარებულ კაცობრიობას დღეს შეუძლია მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება. ასე რომ იყოს, არც ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიის მქონე სახელმწიფოებში მოხდება მსგავსი ტრაგედიები და უბედურებები.

ამიტომ რბილად რომ ვთქვათ, მთლად გონივრულად არ მიგვაჩნია ზოგიერთი მოქალაქის თუნდაც გულწრფელი ემოციით გამოწვეული პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, რომ მათ დროული დახმარება არ აღმოუჩინს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, რადგან, როგორც ჩანს, სტიქიის პირველი შეტევის შემდეგ ცოცხლად დარჩენილი უკლებლივ ყველა მოქალაქე მაშველებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს, ხოლო ღვარცოფის მოვარდნის პირველივე წუთებში დაღუპულებს ვერავითარი ვერტმფრენი თუ სხვა ტექნიკური საშუალება ვეღარ გადაარჩენდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, ვფიქრობთ, ზვავსაშიშ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული (თუნდაც საკურორტო) სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რომელიც მრავალი ადამიანის თავშეყრას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამაც და ბიზნესმაც მუდამ უნდა გაითვალისწინონ, რომ არანაირი ფული და მოგება არ შეიძლება დადგეს ადამინების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის საპირწონედ” - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.