5-08-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მილიონერ ოპოზიცონერებს კახა ოქრიაშვილს, ვატო წერეთელს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და კობა ნაყოფიას მიმართავს „თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არც ერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო?“
მისი თქმით, შოვშის უბედურების დროს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა არ გაუჩერებიათ, მთელი ოპოზიცია გაჰკიოდა ვერტფრენებია საჭიროო და არცერთ მათგანს სახელმწიფოსთვის დახმარება არ შეუთავაზებია.
„ახლა ცოტა ხნით ისევ მილიონერ ოპოზიციონერებს მინდა მივუბრუნდე, ამ უბედურების დროს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა რომ არ გაუჩერებიათ და დამატებითი ვერტმფენები არის საჭიროო მთელი ოპოზიცია რომ გაჰკიოდა ყველანაირი განმარტების მიუხედავად. თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არც ერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო? კითხვის ადრესატები: კახა ოქრიაშვილი ჭუტა წერეთელი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე კობა ნაყოფია კიდევ ვის ყავს უცებ არ მახსენდება, ყველასთან არის ეს კითხვა!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.