6-08-2023
გელა მთივლიშვილი ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთერთი ადამიანი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული, იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას.
„გელა მთივლიშვილი, არ ვიცი რომელი მედიასაშუალებაა, ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთერთი ადამიანი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული და იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ მას არ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს არასწორია და მართლა გამაოგნებელია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.