გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: წყლის დონე წყალმზომებით იზომება, არც წინა დღეებში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა

6-08-2023

წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო წყლის დონეზე იყო უამრავი სპეკულაცია, ჯერ ითქვა, რომ თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა მდინარე და მინიმუმამდე იყო დასული წყლის დონე,  -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, წყლის დონესთან დაკავშირებით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია სპეკულაციური ხასიათის იყო, ვინაიდან გაირკვა, რომ წყალმზომებს არც სტიქიის დღეს და არც წინა დღეებში, წყლის დონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.


„გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ერთი მარტივი მიზეზის გამო: რეალურად, წყლის დონე წყალმზომებით იზომება და არც წინა დღეების განმავლობაში, არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, ამაზეც მოვისმინეთ სპეკულაციები, დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.