გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა

6-08-2023

რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო არ არის, მით უმეტეს თუ ეს განცხადებები ტყუილს შეიცავს და არა ხელისუფლებასთან ოპონირებას, არამედ ტრაგედიით სარგებლობას ისახავს მიზნად.


როგორც ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, ვერტმფრენებთან დაკავშირებული ორდღიანი მავნებლობიდან, რადიკალური ოპოზიცია კოტეჯების შესახებ "ფეიკზე" გადავიდა, კერძოდ, ნიკა გვარამიამ, კომუნისტების დროინდელი კოტეჯების აშენება, ახლანდელ ხელისუფლებას დააბრალა.


"რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა და ყველაზე მთავარი, რისთვისაც მადლობა ყველას, - ვთანხმდებით, რომ ასეთი ტრაგედიის დროს არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო, მით უმეტეს, თუ ეს განცხადებები ტყუილს და სპეკულაციას შეიცავს და მიზნად ისახავს არა ხელისუფლების ოპონირებას, რომლის დროც ახლა ასევე არ არის, არამედ ტრაგედიით სარგებლობას! p. s. გვარამიამ მაგალითად მავნებლობის რეკორდი მოხსნა, კომუნისტებისდროინდელი კოტეჯების ფოტო დადო და მის მშენებლობას ხელისუფლებას აბრალებს, ხალხი ითხოვდა არ აშენებულიყო და ამათმა არ შეისმინესო. ვერტმფრენების ორდღიანი მავნებლობა ჩავარდა, ახლა კოტეჯების “ფეიკს” ამყარებენ…" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.