გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გეომორფოლოგი რეიმონდ ტორესი: შოვის ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზა და გზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება - ამ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, ძალიან ძნელია

7-08-2023

იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია, - ამის შესახებ „ქრონიკას“ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, გეომორფოლოგმა რეიმონდ ტორესმა განუცხადა.


„იმის მიხედვით, რაც ვიდეოებში ვნახე, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ე.წ. ბრიფლოუს ტიპის მეწყერი, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია სამ ძირითად კომპონენტთან: ბევრ წყალთან, დიდი რაოდენობით მცირე სეგმენტებთან და ფერდობის ძლიერ დაქანებასთან. საქართველოს მთებში ეს სამი კომპონენტი ყველგანაა. ამ ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზა და გზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება.


არსებობს სხვა ტიპის მეწყრები, რომლებიც გაცილებით ნელია და ასეთი კატასტროფული შედეგები არ მოაქვს. იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, - განაცხადა ტორესმა.


გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.