გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ის ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება

8-08-2023

ჩემი საუბარი დავიწყე სწორედ იმით, რომ 2008 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20% ის ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას აუცილებლად უნდა შევახსენოთ ის ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, წინა ხელისუფლების ქმედებები იყო  სამშობლოს ღალატი და შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში, ომამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება, ხოლო,  ომიდან ერთი თვის შემდეგ, სექტემბერში, აღნიშნული ცვლილება მიიღეს. 

 

"ეს იყო პირდაპირ სამშობლოს ღალატი და სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება. ივლისში, ომამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს  და ომიდან ერთ თვეში, რა დროს ეს იყო ხომ? - მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე.

 

როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდათ შიში, ეშინოდათ იმ ღალატის, რომელიც მათ ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, მათ უამრავი დანაშული ჰქონდათ ჩადენილი - ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება და ა.შ., მაგრამ მათი მთავარი დანაშაული მაინც იყო ის ღალატი, რომელიც მათ ჩაიდინეს 2008 წლამდე, 2008 წელს საკუთარი ქვეყნის წინაშე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.