31-08-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდმა თავი თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მოზარდმა სახლში წერილებიც დატოვა, თუმცა მათი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც.